3G Energy LLC


3ჯი ენერჯი
შპს 3G Energy დაარსდა 2019 წელს. კომპანიის მიზანია საქართველოში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების სერვისის და საჭირო დანადგარების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანადგარების უცხოეთიდან მობილიზაციის საჭიროებასა და ღირებულებას და აგრეთვე ჭაბურღილების დროულად, ეფექტურად და საიმედოდ მომსახურების საშუალებას იძლევა. სერვისს უზრუნველყოფს ძლიერი საინჟინრო, ოპერაციული და საველე ტექნიკური გუნდი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით.
კომპანიის ბაზა სტრატეგიულად მდებარეობს ვაზიანში, თბილისის აღმოსავლეთით, აეროპორტთან, სატვირთო მარშრუტებთან და განბაჟების ზონასთან ახლოს. 3G Energy აცნობიერებს, რომ უსაფრთხოება და გარემოს დაცვა სავალდებულოა ჩვენი თანამშრომლებისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების წარმატებისთვის. ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტები და პროცესები პერსონალს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ მაქსიმალურად პროდუქტიული მომსახურება.
შპს 3ჯი ენერჯი
საქართველო, თბილისი, აკაკი წერეთლის 116 info@3genergy.ge +995 599946007

ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების სერვისი
თხევადი აზოტის გამოყენება
აზოტის გამოყენება ნავთობისა და გაზის მოპოვების პროექტებში სტაბილურად იზრდება.
თხევადი აზოტისაგან გარდაქმნილი ინერტული გაზი გამოიყენება:
ბურღვა, რეზერვუარის წნევის შესანარჩუნებლად შეტუმბვა, მილსადენების დაჭირხვნა და მომსახურება, ჭაბურღილების ტესტირება, სითხის დონის დაწევა, დრეკადი მილებით ჭაბურღილების გასუფთავება, დაბალწნევიანი რეზერვუარის ჭაბურღილების ქაფით ცირკულაცია.
- კომპრესირებული ჰაერის გამოყენება ნავთობისა და გაზის ოპერაციებში უსაფრთხო, ინერტული აზოტის გატუმბვამ ჩაანაცვლა.
აზოტის საშუალებით შეიძლება გამოყენებული იქნას უკიდურესად მსუბუქი საცირკულაციო სითხეები.
- დაბალი სიმკვრივის და მაღალი წნევის თვისებები ქმნის იდეალურ პირობებს აზოტის გამოსაყენებლად ჭაბურღილების დასრულებასა და კაპ შეკეთებაში. ამცირებს ჰიდროსტატიკურ დაწოლას.
- ჭაბურღილების აზოტით გასუფთავება არ აყენებს ზიანს რეზერვუარს, შეუძლია გაზარდოს ჭაბურღილის მოპოვება და ხანგრძლივობა.
- ნავთობისა და გაზის მილსადენებში საცობების გატუმბვა გასუფთავება და დაჭირხვნა
საქართველოში, დასავლეთ რუსთავი #38z ჭაბურღილზე განხორციელდა დონის დაწევა (ფლუიდის ამოღვრა) თხევადი აზოტის გარდამქნელი ტუმბოს გამოყენებით. ჭაბურღილში შეჭრილი ჰორიზონტალური ლულიდან ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებელი, ბურღვის დასრულების შემდეგ ტესტირების მონაცემებთან შედარებით, აზოტის დამუშავების შემდეგ 1,5 ჯერ გაიზარდა.

დრეკადი მილი
დრეკადი (დახვეული) მილი გახდა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების სერვისისა და კაპიტალური შეკეთების ოპერაციების განუყოფელი კომპონენტი. მისი განვითარება ადრეული 1960- იანი წლებიდან იწყება. ტქნოლოგიის დახვეწამ გაზარდა დრეკადი მილების გამოყენება როგორც საბურღი და ჭაბურღილის დასრულების ოპერაციებში, ასევე ჭაბურღილების კაპიტალურ შეკეთებაში. ბოლო წლებში ინდუსტრია მიდრეკილია მიმართული და ჰორიზონტალური ჭაბურღილების ბურღვისკენ, სადაც დრეკადი მილი ფართოდ გამოიყენება 60 და მეტი გრადუსით დახრილი ტრაექტორიის მქონე ჭაბურღილების დამუშავების და შესწავლის ოპერაციებში.
-
ჭაბურღილების ამორეცხვა
-
დონის დაწევა
-
მჟავით დამუშავება
-
ჭაბურღილის ჩახშობა
-
ბურღვა/ფრეზირება
-
კაროტაჟული სამუშაოები
-
ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები
-
ქვიშაჭავლური პერფორაცია
-
საიზოლაციო ხიდების დაყენება
ექსპლოატაციაში მყოფი ჭაბუღილის ჩახშობის გარეშე (წნევის ქვეშ) დამუშავების შესაძლებლობა დრეკადი მილების ტექნოლოგიას ინდუსტრიაში უკონკურენტოს ხდის.

3G Energy მზად არის შემოგთავაზოთ უფრო მეტი
-
ჭაბურღილების დამუშავებისათვის მომზადებაში დახმარება
-
ჭაბურღილების ინტენსიფიკაციისატვის საჭირო რეზერვუარები, დანადგარები და ქიმიკატები
-
ინტენსიფიკაციის სამუშაოები, მჟავით დამუშავება, ჰიდრავლიკური გახლეჩვა, ქვიშით იზოლაცია
-
მატრიცული მჟავით დამუშავება. აზოტით ან აზოტის გარეშე, დრეკადი მილების დანადგარის გამოყენებით
-
ჰიდროგახლეჩვის შემდგომ ჭაბურღილების გასუფთავება დრეკადი მილების დანადგარის გამოყენებით
-
ქვიშაჭავლური პერფორაცია
